თუ თქვებ თბილიში ჩამოხვალთ თვითმფრინავით
ხალხის უმრავლესობა თბილიში ჩამოდის ფრენით რიგიდან (airBaltic), ლონდონიდან(British Midland), მიუნხენიდან (Lufthansa)), ვენადან (Austrian and Air Zena), პრაღიდან (Czech Airlines), ამსტერდამიდან (Air Zena) ან ისტამბულიდან (Turkish Airlines). არსებობს პირდაპირი რეისები თბილისისკენ ალამატიდან, ათენიდან, ბაქოდან, დნეპროპეტროვსკიდან, დუბაიდან, ფრანკფურტიდან, ერევანიდან, ხარკოვიდან, კიევიდან, მინსკიდან, პარიზიდან და თელ ავივიდან ().
ჩვენ შეგვიძლია წაგიყვანოთ თბილისის აეროპორტიდან ავტომობილით, ჯიპით ან მინი ავტობუსით პირდაპირ სასტუმროში. გზაში შესაძლებელია რამოდენიმე გაჩერების გაკეთება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა მისამართზე info@grandhotelushba.com. გზას აეროპორტიდან სასტუმრომდე დაახლოებით 10 საათის ესაჭიროება.
თუ თქვენ გსურთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეგიძლიათ დაიჭიროთ ტაქსი ან იმგზავროთ აეროპორტის მატარებლით რომელიც აეროპორტიდან პირდაპირ თბილისის ცენტრალურ რკინიგზის სადგურ ვაგზლის მოედანზე ჩერდება. აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე მისაღწევად მატარებელს დაახლოებით 25 წუთი ესაჭიროება და გადის 01:15,04:15, 07:20, 13:10, 19:45, 22:10 და 23:45 საათებზე. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის დასავლეთ მხარეს მდებარეობს მინი ავტობუსებიდ გაჩერება, საიდანაც ყოველდღე გადის სვანეთის მიმართულებით მინი ავტობუსი, დილის 6 საათზე. რეკომენდირებულია რომ იქ ადრეულად იმყოფებოდეთ რომ ადგილის ავტობუსში ადგილის გარანტია გქონდეთ. მინი ავტობუსის მძღოლს წინასწარ აცნობეთ რომ მაზერთან მდებარე სასტუმროში აპირებთ წასვლას. თქვენი ბოლო გაჩერება იქნება ადგილი რომელსაც დოლი ეწოდება, აქედან თქვენ ფეხით მოგიწევთ გზის გაგრძელება სანამ ვინემ არ წაგიყოლებთ. მინი ავტობუსით მგზავრობას ზუგდიდის გავლით და რამოდენიმე გაჩერებით დაახლოებით 10-12 საათი სჭირდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მანქანის ტარების კულტურა საქართველოში. როდესაც მანქანით უფრო მაღლა და მაღლა ადიხართ მთებისკენ, სვანეთში ცუდი გზები მანქანის სიჩქარეს საგრძნობლად ამცირებს. თუ თქვენ თბილიში დღისით ჩამოფრინდებით შესაძლებელია ღამის მატარებლით ზუგდიდისკენ წამოხვიდეთ ხოლო ზუგდიდიდან მინი ავტობუსით ან ჯიპით სვანეთისკენ.







