უშგული (2 დღე)
უშგული სვანეთის ერთ–ერთი ულამაზესი ადგილია და შესულია იუნსკოს მსოფლიო კვლევათა სიაში. უშგული არის ადგილი რომეშიც 4 პატარა სოფელია გაერთიანებული. უშგული მდებარეობს ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე და ამ მონაცემების წყალობით ის ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ჩრდილოეთით მდებარეობს მწვერვალი შხარა რომელიც 5 068 მეტრის სიმაღლისაა და ამასთანავე საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალია. გზა სასტუმროდან უშგულამდე არის საკმაოდ ექსტრემალური, აქ გზა მმიუყვება დიდ კლდოვან კედლებს. დრო და დრო ნაკადულები რომლებიც იცვლიან მიმართულებას და გზაზე გადმოდიან პრობლემებს უქმნიან მძღოლებს და მოსახლეობას. უშგული ცნობილა საცხოვრებელი კოშკებით, რომლებსაც ჰქონდათ როგორც საცხოვრებელი, ასევე თავდაცვითი ფუნქცია. ამ კოშკებს შორის ორი კოშკი არის ყველაზე ცნობილი, იმით, რომ მე–12 საუკუნის ბოლოდან მე–13 საუკუნის დასაწყისამდე ეს კოშკები იყო თამარ მეფის საცხოვრებელი. ზაფხულობით ის ისვენებდა კოშკში რომელიც გორაკზე დგას, ხოლო ზამთრობით ის გადადიოდა უფრო დაბლა, სოფელ ჩაჟასში (უშგულის ერთ–ერთი სოფელი) მდებარე კოშკში. გზა ამ საზაფხულო კოშკამდე არის საკმაოდ რთულია, გზის ბოლოს კი არის დაუვუწყებელი როდოდენდრონის ტყე. უშგულის ზემო ნაწილში არის პატარა მონასტერი, რომლიდანაც ჩანს გზა მთა შხარასკენ. უშგულში ცხენები, ძროხები, ღორები და სხვა ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან. უშგულის ექსკურისაში შედის ერთი ღამით დარჩენა უშგულში, პირველ დღეს ლანჩ და სადილი და მეორე დღეს საუზმე და ლანჩი. შესაბამისად სოფლების ფეხით მოვლა და თანარ მეფის საზაფხულო კოშკამდე ასვლა. ასევე შესაძლებელია სამთამსვლელო ლაშქრობა მდინარე ენგურის გადაკვეთით, მწვერვალი შხარას მიმართულებით.





























